საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, გამოკითხვის შესახებ უწყება ნიკა გვარამიას უკვე გადაეცა.
ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ხვალ მოხდება.
პროკურატურა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღებას და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.