LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო

211
თამაზ გინტური

პროკურატურამ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური, ცნო.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.

დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

„მეტყველების საშუალებაც არ აქვს, განადგურებულია.. მის წინ მოკლეს კაცი, ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია“ – რას ჰყვებიან ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილის მამა და მეუღლე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g