LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია „პირველში“ მუშაობა დაასრულეს

106
ტვ პირველი

პროკურატურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია „პირველში“ მუშაობა დაასრულეს. ტელეკომპანიის იურისტის ლევან მახარაშვილის განცხადებით, მოხდა იმ ინფორმაციის ამოღება, რომელიც გადმოგზავნილი იყო კონკრეტული ადრესატის მიერ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია დაილუქა და დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

ტვ „პირველში“ პროკურატურა შევიდა

„გუშინ თბილისის პროკურატურაში ნოდარ მელაძის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის დროს განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით, ნებისმიერი ფორმით გვეთანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, დღეს უკვე ჩატარდა კომპიუტერული მოწყობილობის დათვალიერება. კერძოდ, პროკურატურის გამომძიებელმა დაათვალიერა თუ ვის მიერ გამოიგზავნა შეტყობინება „ტვ პირველში“ და რა შინაარსს შეიცავდა ეს შეტყობინება. ამას გარდა, ჩატარდა იმ ინფორმაციის ამოღება, რომელიც გადმოგზავნილი იყო კონკრეტული ადრესატის მიერ. დაილუქა ეს ინფორმაცია და დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას. ის ფორმა, თუ რა ფორმითაც მოხდა ამ ინფორმაციის მოწოდება, აღბეჭდილია შესაბამისად დათვალიერების ოქმში, ხოლო ინფორმაცია ამოღებულია ამოღების ოქმში“, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g