LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4 %-ის ფარგლებში რჩება, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია: თამარ გაბუნია

65
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს და 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია.

მისივე განცხადებით, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია, რაც იმასთან არის დაკავშირებული, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო და ზოგ შემთხვევაში 6 ათასს გადააჭარბა.

შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება: ამირან გამყრელიძე

„პირველი მიზეზი მაინც არის „დელტა“ შტამის მეტად აგრესიული ბუნება, სხვადასხვა ქვეყნის კვლევამ მიუთითა, რომ „დელტა“ შტამი იწვევს მეტ რეანიმაციას და მეტად უკავშირდება. პროპორციულად სიკვდილობის მაჩვენებელი არ იმატებს, 1.4 %-ის ფარგლებში რჩება, თუმცა, აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია. მაქსიმალურად ცდილობს კლინიკური ჯგუფი, რომ მედიკამენტების გამოყენებით, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, გაუმჯობესდეს მკურნალობის ხარისხი“ , – აღნიშნავს გაბუნია.

თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ეპიდვითარება საყურადღებოა თუმცა იმედისმომცემია ის, რომ ინფიცირების შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირებულა.

როგორც გაბუნია განმარტავს, წამახალისებელმა ღონისძიებებმა გავლენა იქონია ვაქცინაციის ტემპზე და გარკვეულწილად გაიზარდა.

„ბუნებრივია, ზოგადი ეპიდვითარება საყურადღებოა. ერთადერთი იმედისმომცემი არის ის, რომ დრამატული და სწრაფი შემთხვევების უკონტროლო მატება ამ კვირაში არ დაფიქსირდა. დღეს 4400-ის დონეზე იყო ახალი შემთხვევები. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, მას შემდეგ, რაც ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მათ შორის, დაანონსდა „მწვანე საშვის“ შესახებ, ასევე ამოქმედდა 60 წელს ზემოთ პირებისთვის წახალისების სქემა, ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობის მატება გარკვეულწილად არის. ასევე, გრძელდება სოფლებში აქტიური მუშაობა მარათონის კუთხით“, – აღნიშნავს გაბუნია.

77 გარდაცვლილი და 4 445 ახალი შემთხვევა – განახლებული კოვიდსტატისტიკა

დღეის მდგომარეობით, 12-დან 15 წლამდე ასაკის 150-200-მდე მოზარდია აცრილი: ამირან გამყრელიძე

magti 5g