დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება. მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების მსურველთა რაოდენობა იზრდება და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა „ბუსტერი“ უკვე გაიკეთა.
ამირან გამყრელიძე საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
ამირან გამყრელიძე „ბუსტერ“ დოზით აიცრა: სპეციალურად გავიკეთე „ფაიზერი“
„ყველას უმორჩილეასდ გთხოვთ, რომ მივიდეთ და ავიცრათ. ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარი დოზა სხვადასხვა ტიპის ვაქცინა გვაქვს. ვაქცინა ყველასთვის საკმარისია. მომავალი წლისთვის შეკვეთილია კიდევ მეტი, „ბუსტერები“ ვისაც დაგვჭირდება. „ბუსტერის“ რიცხვი უკვე იზრდება. დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა უკვე გაიკეთა „ბუსტერი“.
შესაძლებელია, იყოს ვაქცინის მეოთხე დოზა. ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა. დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა. ბევრი ჩვენი სტუდენტი, ვინც მიემგზავრებოდა დასავლეთის ქვეყნებში და სადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს რეგულაციები ყოფილიყო, ოთხი დოზით არის აცრილი“.- განაცხადა გამყრელიძემ.
77 გარდაცვლილი და 4 445 ახალი შემთხვევა – განახლებული კოვიდსტატისტიკა
დღეის მდგომარეობით, 12-დან 15 წლამდე ასაკის 150-200-მდე მოზარდია აცრილი: ამირან გამყრელიძე