LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი დუმილის უფლებით სარგებლობს

557
ხატია წერეთელი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ირმა კურტანიძე, იგივე ხატია წერეთელი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ავთანდილ ჩუაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს.

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია

12 პირის დაკავების და 13 ობიექტის დახურვის თაობაზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

რაც შეეხება საქმეს, სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეები, ჯამში 12 პირი, მათ შორის, ხატია წერეთელი დააკავეს.

თუ როდის გაიმართება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა, ჯერ გარკვეული არ არის. ცნობილია პროკურატურის პოზიცია, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში ჩინური მასაჟის სალონები ჰქონდათ გახსნილი, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ.

ცნობისთვის, დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g