LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი გრძელდება – დღეს “თავისუფლების მარში” მოეწყობა

143
protestiii

უცვლელი მოთხოვნით გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი , რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. აქციის ორგანიზატორები დღეს თავისუფლების მარშის გამართვას აპირებენ. შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს საღამოს შვიდზე დაიწყება, რის შემდეგაც დემონსტრანტები თავისუფლების მოედნისაკენ მსვლელობით გაემართებიან და მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ.

გუშინდელი გამოსვლა კი რუსთაველზე სხვა დღეებთან შედარებით განსხვავებული იყო. დედაქალაქის მთავარი გამზირი არ გადაკეტილა. აქციის მონაწილეებს არც მსვლელობა გაუმართავთ.ისმოდა სიმღერები.

პარლამენტთან აქციაზე „ჟუჟუნა წვიმა“ იმღერეს (ვიდეო)

აქციის მონაწილეების განცხადებით, პერმანენტული აქციები რუსთაველზე გიორგი გახარიას გადადგომამდე არ შეწყდება.

პარლამენტთან შეკრებილებმა ეროვნული ჰიმნიც შეასრულეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მისულებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ დაშლას არ აპირებენ და ტრიბუნიდან გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდეს.

დედაქალაქის პარალელურად, აქცია იმართება შეკვეთილშიც. პროტესტის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან იკრიბებიან.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე პირი შიმშილობას ისევ განაგრძობს. გუსინ კი აქციის მონაწილეთა ნაწილმა დენდროლოგიურ პარკთან შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით პარკის შესასვლელთან კარავი გაშალეს და განაცხადეს, რომ დაშლას არ აპირებენ. კარავია გაშლილი ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები