პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. კიდევ ერთი აქცია კი დღეს, საღამოს 19:00 გაიმართება.
„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, გუშინ, პირველი მოსმენით, ხმაურის, დაპირისპირებისა და პროტესტის ფონზე მხარი დაუჭირა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა გვიან ღამით დატოვეს. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ საპოლიციო დანაყოფებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლებიც.
ომბუდსმენი: არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი
ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით 14 პირი დააკავა.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენები, ბიუროს სხდომა და პლენარული სესიაა ჩანიშნული.
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებთ, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ შევლენ.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტის“ განხილვასთან დაკავშირებით, გუშინაც მოქმედებდა.
პრეზიდენტი: საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ დაუშვებს!