აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ წყალტუბოში აქცია გამართა. ისინი სანატორიუმ “გეოლოგში” არსებულ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ და შენობიდან გასახლებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შენობა ავარიულია და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.
დევნილები, რომელბიც 25 წელზე მეტია რაც სანატორიუმ “გეოლოგში” ცხოვრობენ, განმარტავენ, რომ შესაბამის სამსახურებს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ჩანს, დევნილებს ცივი ზამთრის გადატანა კვლავ ავარიულ შენობაში მოუწევთ. როგორც დევნილთა სამინისტროს ადგილობრივი დეპარტამენტი აცხადებს, დევნილებმა ჯერ განცხადებები დაწერონ და ბინებს დაელოდონ.
„დასკვნაც არის, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება. ველოდებოდით, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ და ახლად აშენებულ ბინებში შეგვასახლებდნენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ და დაველოდოთ. არ ვაპირებთ განცხადებების დაწერას და კიდევ წლები ლოდინს. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ, რადგან აქ ცხოვრება შეუძლებელია“, – აცხადებენ ადგილობრივები.
ამჟამად, სანატორიუმში 50 ოჯახი ცხოვრობს.
3 წელიწადში! „აბასთუმნის შედეგით“ გათამამებული ივანიშვილი წყალტუბოსაც ააყვავებს
ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით წყალტუბოში ორი ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.