LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პროვანსში” საახალწლო ხელნაკეთი ნივთების დიდი არჩევანია

172

“პროვანსში” მსურველს შეუძლია შეიძინოს თაიგულები, სარიტუალო გვირგვინები, ხელნაკეთი ნივთები და ასევე სუვენირები. სალონში, რომელიც კეკელიძის 5 ნომერში მდებარეობს შეკვეთებსსაც იღებენ. როგორც ”ფორტუნა პლუსს” ”პროვანსში” განუცხადეს, ამ ეტაპზე მაღაზიაში საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების დიდი არჩევანია, განსაკუთრებულ მოწონებას კი ბარაქის ცოცხი და ბარაქის რქა იმსახურებს. ორივე მათგანი გაფორმებულია კაკლებით, თხილით, გირჩებითა და ყვავილებით. ნივთების ფასი 5 ლარიდან იწყება და როგორც “პროვანსის” ფლორის დიზაინერი ნანა თაყაიშვილი აცხადებს, ცდილობენ რომ ნივთის ღირებულება ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

“პროვანსი” საქართველოში 2015 წლის ნოემბერში გაიხსნა და სწორედ ამ პერიოდიდან სხვადასხვა ღონისძიებების გალამაზებაზე ზრუნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები