LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Puff Daddy-ის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული მუსიკოსი ციხის საკვებით უკმაყოფილოა

910
შონ კომბსი

ადამიანებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული რეპერის Puff Daddy-ის ადვოკატი მარკ აგნიფილო ამბობს, რომ მუსიკოსი ციხეში კვების საკითხით უკმაყოფილოა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ უმძიმეს დანაშაულებში ეჭვმიტანილისთვის, ციხის საკვები აუტანელია. მეორე ადვოკატი, ენტოინი რიკო კი დასძენს, რომ ეს შონ კომბსისთვის დიდი გამოცდაა და ამით ის უფრო ძლიერი გახდება.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ბრუკლინის ციხეში, სადაც ამჟამად Puff Daddy იმყოფება, სამჯერადი კვებაა, სადაც შედის როგორ სპეციფიკური კვება დაავადებების მქონე პატიმრებისთვის, ასევე მენიუ ვეგეტარიანელი პატიმრებისთვისაც. გამოცემა People წერს, რომ მუსიკოსის კვება დილის 6 საათზე იწყება და რაციონში ყველა ტიპის საკვებია, ხორციდან დაწყებული, თევზეულით დასრულებული. ამავე დროს, პატიმარს ადგილობრივი ციხის მაღაზიაში უფლება აქვს სასურველი პროდუქტები შეიძინოს.

ხალხი ფიქრობს, რომ Puff Daddy-მ გაქცევა შეძლო, ციხეში კი, მისი ორეულია

რატომ ადანაშაულებენ ინტერნეტსივრცეში „პოპის მეფის“ გარდაცვალებაში ბიონსესა და ჯეი ზის – Puff Daddy-ის სკანდალური საქმის ირგვლივ არსებული კონსპირაციული თეორიები

„შეწყვიტეთ ჩემს შვილზე ნეგატიურ კონტექსტში საუბარი“ – Diddy-ის დედამ დუმილი დააღვია – უახლესი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები