LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური გაძვირდება: „ფასის ზრდა არ იქნება დიდი, მაქსიმუმ ეს ცვლილება 5-7 თეთრი იყოს”

89
20180816184728

ქვეყანაში პური, შესაძლოა, გაძვირდეს. როგორც „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, პურზე ფასის ზრდა არ იქნება დიდი, მაქსიმუმ ეს ცვლილება 5-7 თეთრი იყოს.

„სუბსიდირების პროგრამა, რომელიც პურზე ფასების კორექტირებას ითვალისწინებდა ივნისის ბოლოს შეწყდება და პურის მწარმოებლებს უფლება მიეცემათ, თვითონ იმოქმედონ პურპროდუქტების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. ეს ყოველივე კი იმან განაპირობა, რომ მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის საქართველოში, ფქვილზე ფასები შემცირებულია. ვფიქრობ, სუბსიდირების მოხსნასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან სუბსიდირება არის დახმარება და ეს სისტემატური ვერ გახდება. ყველა მეწარმეს აქვს იმის საშუალება, რომ ფასწარმოქმნა თავად დაადგინოს და ბაზარზე თავისი ფასებით გამოვიდეს. პურზე ფასის ზრდა არ იქნება დიდი, ჩემი ვარაუდით, მაქსიმუმ ეს ცვლილება 5-7 თეთრი იყოს“, – განაცხადა მედიაცენტრ „მთავარში“ მალხაზ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები