ფასების ზრდა გრძელდება – “საქსტატის” ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში, ანუ ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 7% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმია.
რაც შეეხება წინა წლის ნოემბერთან შედარებით არსებულ სიტუაციას, 2019 წლის ნოემბერში სამომხმარებლო ფასები 6.3%-ით არის გაზრდილი. ცალკეულ პროდუქტებზე კი ფასებმა სხვადასხვა პროცენტით მოიმატა. პური 11.5%-ით გაძვირდა, ფქვილი — 16.6%-ით, ყველის ფასი 18.6%ით გაიზარდა, ხოლო მზესუმზირის ზეთის — 4.5%ით, ასევე მომატებულია ფასები შაქარზე 21%-ით, ღორის ხორცი 13.4%ით გაძვირდა, ძროხის ხორცი — 18.6%-ით, ფასების ზრდა ფიქსირდება კვერცხზე 3, 4%-ით, კარტოფილზე კი – 18, 7%-ით. გაძვირებულია მაკარონიც 4, 8%-ით.
გაძვირებული ცხოვრება -პროდუქტები, რომლებზეც ფასმა ყველაზე მეტად აიწია
წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის პროდუქციას მთელი სამომხმარებლო კალათის თითქმის მესამედი უჭირავს, შესაბამისად ეს მოქალაქეების მიერ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის ჩამონათვალია. აქ ფასების ზრდა წლიურად საერთო ჯამში 13,4%-ია.
ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სახეობის საკვებზე. ასევე მომატებულია ფასები ტრანსპორტისა და ჯანდაცვის ჯგუფებშიც.