LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს

219
20220413160045

პურის ფასი შესაძლოა, 20 თეთრით გაიზარდოს.

ამის შესახებ „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პურზე ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება, თუ რუსეთიდან კვლავ გაძვირებული ფქვილი შემოვა.

მალხაზ დოლიძე ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებთ, რომ თონის პურზე ფასი 10 თეთრი უკვე გაძვირებულია.

„მოდიოდა ინფორმაცია, რომ თონის პური გაძვირდა 10 თეთრით, რასაც ვადასტურებ. ქართული პურის მწარმოებლები მუშაობენ სულ სხვა არეალში, ისინი იხდიან ფიქსირებულ გადასახადს. მათთან ფქვილი შეაქვთ დისტრიბუტორებს, რომლებიც წისქვილში იძენენ და მერე გადაყიდვას ახდენენ ამ ფქვილის. ამიტომ, ისინი სულ სხვა ანგარიშსწორების სფეროში იმყოფებიან და მათი ფასწარმოქმნა პურისა ნამდვილად მეტია.

პურის ფასი რამდენიმე ფაქტორისგან შედგება. ძირითადი ფაქტორი ფქვილის ღირებულებაა. ფქვილი არის ძირითადი მასა, მშრალი ნივთიერება, რომლისგანაც პური ცხვება. საქართველო თავისი ოდენობის მხოლოდ 10-15% აწარმოებს, დანარჩენი ექსპორტზე შემოდის. გარდა ამისა, არის საფუარი, მარილი, ეს ყველაფერიც შემოტანილია, აქედან გამომდინარე დგება ფასები. მარტის ბოლოს, 20 მარტიდან როდესაც დიდთოვლობა დაიწყო, ლარსის საბაჟო ჩაიკეტა და 30-კილომეტრიანი მანქანების რიგი დადგა, დაახლოებით ათი დღე იყო ჩაკეტილი. პურის მრეწველები ძირითადად აქაური წისქვილებითაც სარგებლობდნენ, თუმცა უმეტესად დამოკიდებული იყო იმ ფქვილზე, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა. ამ ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარამდე. მარტის შემდგომ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილი შემოვიდა, პირველივე შემოსული ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილი, რომელიც ჩვენს წისქვილებში მზადდება, ღირს 80 ლარი. ამას თუ დავუმატებთ იმ გადასახადებს, რაც ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, წყალს, ხელფასს, დისტრიბუციას სჭირდება, ფოკუსირდება ფასებში. დავინახეთ, რომ დღის წესრიგში დადგა იმის საჭიროება, ფასწარმოქმნა გადაიხედოს. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ შეიცვლება, მაგრამ ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება. ჩვენი გადაანგარიშებით, ეს მოიცავს დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებს. რუსეთიდან თუ დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ის ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ შემოვიდა 75 ლარად, მაშინ ფასის ცვლილება საჭირო გახდება“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g