LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პურის საცხობებში, თონეებსა და საშაურმეებში კრიტიკული შეუსაბამობა დადგინდა

124
ipiccy-image

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, მონიტორინგის ფარგლებში, აიღეს და ლაბორატორიულად გამოიკვლიეს სურსათისა და სასმელი წყლის 650-მდე ნიმუში/სინჯი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 650 აღებული ნიმუშიდან, 78 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა დადგინდა. მათგან, ყველაზე მეტი პურის საცხობი, თონე, საშაურმე და სურსათის მაღაზიაა. ასევე, ჩამონათვალშია რესტორნები, კაფე-ბარები, ცხოველთა სასაკლაოები, ხორცის სარეალიზაციო მაღაზიები, საცხობები, სასტუმროს სამზარეულოები, მზა კერძების წარმოება და სხვა ობიექტები.

კრიტიკულ შეუსაბამობებში კი, ძირითადად წერია, რომ დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ან არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია. ასევე დარღვევებს შორისაა კონდენსანტის წარმოქმნა, არ ტარდება სათანადო დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g