LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა გაიხსნა

106

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა.

ესტაკადის გახსნას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და საკრებულოს წევრები.

როგორც მერიაში აცხადებენ, ესტაკადა საცობისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს – თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

სამშენებლო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია CRP-მ განახორციელა და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 400 000 ლარი დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები