LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

113

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, სამშენებლო კომპანიამ ერთი დღის განმავლობაში, ჩამონგრეული კედლის ნაცვლად  ახალი დამცავი ფენა მოაწყო. აღდგა საავტომობილო მოძრაობა და პუშკინის ქუჩის გაფართოების სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

“მოძრაობის შეზღუდვა გუშინ გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევამ გამოიწვია. ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა”, განმარტეს მერიაში.

კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები