LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

148
Untitled design

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს კვლავ იყრის.

რუსული მედიის ინფორმაციით, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პუტინმა თანხმობა გასცა მას შემდეგ, რაც ის კრემლში, გმირების დღისადმი გამართულ ცერემონიალზე მონაწილეებს შეხვდა.

როგორც მედია წერს, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა, არტემ ჟოგამ ვლადიმირ პუტინს თხოვნით მიმართა, არჩევნებში კენჭი იყაროს, რუსეთის ლიდერი კი მის თხოვნას დასთანხმდა.

ცნობისათვის, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g