LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი “აზოვსტალზე”: თუ იქ სამოქალაქო პირები იმყოფებიან, უკრაინელი სამხედროები ვალდებული არიან, ისინი გამოუშვან

269
BeFunky-collage (13)

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის დროს, უკრაინელი მებრძოლები ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შეადარა.

„ჩვენ უკრაინის მთავრობისგან ვისმენთ, რომ იქ არიან სამოქალაქო პირები. ამ შემთხვევაში უკრაინელმა სამხედროებმა ისინი უნდა გამოუშვან, სხვა შემთხვევაში, ისინი მოქმედებენ როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებენ ტერორისტები, მაგალითად, „აისისი“ სირიაში, რომელსაც ფარად ჰყავს მშვიდობიანი მოქალაქეები. ყველაზე მარტივი, რაც უნდა გაკეთდეს – გამოუშვან ეს ადამიანები. რა არის ამაზე მარტივი“, – განაცხადა პუტინმა.

“საშინელი ფოტოებია, მაგრამ მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება – “აზოვსტალში“ სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებშია, მედიკამენტების გარეშე” – მარიუპოლის საკრებულო

ბუჩაში მომხდარი სისასტიკე იყო „პროვოკაცია“ და „რუსეთის არმიას ამასთან არაფერი აქვს საერთო“: პუტინი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g