რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე თქვა, რომ სტამბოლში გამართულმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებმა „გარღვევას“ მიაღწია, თუმცა ისინი ჩავარდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
პუტინის თქმით, აღნიშნული პროვოკაცია იყო და მასთან “რუსეთის არმიას არავითარი კავშირი არ აქვს”.
პუტინმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დადებითი შედეგით დასრულდება.
“ჩვენ ჯერ კიდევ ველით და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური გზით”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.