LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი დასავლეთის შეზღუდვებს “სასანქციო აგრესიას” უწოდებს

65
ვლადიმირ პუტინი

დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი “სასანქციო აგრესიას” უწოდებს და ამბობს, რომ ამის მიუხედავად, ადგილობრივი ბიზნესი მუშაობას განაგრძობს.

ამის შესახებ გამოცემა The Washington Journal წერს.

“ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად და ფასეულად წარმოაჩენს… პატარა და საშუალო კომპანიებმა პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს და პირდაპირ სასანქციო აგრესიით მიღებული ბარიერის წინაშე აღმოჩნდნენ”, – ამბობს ის.

ის რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რომ მოქალაქეებმა სანქციების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ.

პუტინი საუბრობს სოციალური დახმარების ისეთი მექანიზმის აუცილებლობაზე, რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს: “ვისაუბროთ ასევე პენსიებისა და სოციალური დახმარების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზეც. რუსეთის ეკონომიკას შესაძლებლობა აქვს, ახალ რეალობაში იმუშაოს
სტაბილურად და შეუფერხებლად”.

magti 5g