The Moscow Times-ის მიხედვით, რუსები კვლავ მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინი ყველაზე სექსუალური მამაკაცია. Superjob.ru job-ის მიერ გამოკითხული მამაკაცების 18%-მა, ხოლო ქალთა 17%-მა მიიჩნია, რომ პუტინი რუსეთში ყველაზე მომხიბვლელი მამაკაცია.
აღსანიშნავია, რომ იმავე გამოკითხვაში, ასევე მამაკაცების 19% მიიჩნევს, რომ ყველაზე სექსუალური მამაკაცი რუსეთში თავადაა. ქალთა 18% კი რუსეთში ასეთ მამაკაცს საერთოდ ვერ ასახელებს.
„რუსები კვლავ ვლადიმირ პუტინს მიიჩნევენ ყველაზე მიმზიდველ ცნობილ მამაკაცად ქვეყანაში“, აღნიშნავენ გამოკითხვის ავტორები, „მას ვერც მსახიობები და ვერც პოლიტიკოსები შეედრებიან“.
მართლაც, კონსტანტინ ხაბენსკის თუ დიმიტრი ნაგიევს მხოლოდ 2-3%-იანი რეიტინგი აქვთ, იმავე გამოკითხვის თანახმად.
კვლევა ჩატარებულია 1000 მამაკაცსა და 1000 ქალს შორის, 22 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, რუსეთის 300 ქალაქში.
