LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი ექსტრემისტული ორგანიზაციების სიიდან „თალიბანის“ ამოღების საკითხს განიხილავს

91
პუტინი და თალიბანის ლიდერი ბაადარი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი ექსტრემისტული ორგანიზაციების სიიდან „თალიბანის“ ამოღების საკითხს განიხილავს.

აღნიშნულის შესახებ პუტინმა სოჭში, „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ შეხვედრაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც წინა დღეს, კრემლის ხელისუფლებამ „თალიბანის“ მაღალი დონის დელეგაციას მოლაპარაკებებზე უმასპინძლა, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ ჩინეთის, პაკისტანისა და კიდევ რვა ქვეყნის ოფიციალური პირები.

რუსეთმა „თალიბანს“ ტერორისტული ორგანიზაცია 2003 წელს უწოდა, მაგრამ ამავდროულად, მიმდინარე წელს, მათ წარმომადგენლობასთან უკვე რამდენიმე მოლაპარაკება გამართა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ოფიციალურმა მოსკოვმა ავღანეთის მხარდასაჭერად საერთაშორისო დახმარების მობილიზებაც მოითხოვა.