LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის მიერ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს – როგორ ეხმაურებიან ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმას

615
BeFunky-collage (1)

ოდესისთვის რუსული რაკეტების სროლა ვლადიმირ პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის ფედერაციას ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმისთვის 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დადგეს გუშინ სტამბოლში გაფორმებულ დოკუმენტში გაერო-სა და თურქეთისთვის მიცემული შეთანხმებები და დაპირებები.

ოდესისთვის რუსული რაკეტების სროლა ვლადიმერ პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გაწიეს შეთანხმების მისაღწევად.

უკრაინა ხაზს უსვამს შავი ზღვის სამი პორტიდან (ოდესა, ჩერნომორსკი და იუჟნოე) უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის განახლების შესახებ შეთანხმებების მკაცრი შესრულების აუცილებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება.

„მოვუწოდებთ გაერო-ს და თურქეთს, უზრუნველყონ, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში.

მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და „უპირობოდ გმობს დღეს განხორციელებულ დარტყმებს უკრაინის ოდესის პორტზე“. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა.

ოდესის პორტზე რუსული ძალების თავდასხმას ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი.

„აღმაშფოთებელია. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში ურტყამს. კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს“, – წერს ელჩი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს მზადებას შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

შეგახსენებთ,  რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, გუშინ მოაწერეს ხელი შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ.

დღეს კი, რუსებმა ოდესას დაარტყეს: დაბომბილია საზღვაო პორტი