LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის პრესმდივნის შვილი ევროპარლამენტში სტაჟიორად მუშაობს

149
Elizaveta-Peskova

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი 21 წლის ელიზავეტა პესკოვა ევროპის პარლამენტში სტაჟიორად მუშაობს და ევროკავშირის გარკვეულ დოკუმენტებსა და ბაზებზე დაშვება აქვს.ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიურო ავრცელებს. 

პესკოვა სტაჟირებას ევროპარლამენტის ფრანგ დეპუტატ ეიმერიკ შოპრადთან გადის, რომელმაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას საჯაროდ დაუჭირა მხარი. შოპრადმა „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა, რომ პესკოვა მისი გუნდის წევრია.

ევროპარლამენტარი ინტერესთა კონფლიქტის არსებობას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ელიზავეტა პესკოვა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელი არ არის და არც კერძო პირისთვის მუშაობს.

“პესკოვა ნმადვილად არის რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი პერსონის შვილი, მაგრამ, როგორც სტუდენტენს,  მას ისეთვე უფლება აქვს გაიაროს სტაჟირება, როგორც სხვა ახალგაზრდებს”, – აცხადებს ფრანგი დეპუტატი.

ელიზავეტა პესკოვა დედასთან და ორ უმცროს ძმასთან ერთად წლებია საფრანგეთში ცხოვრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g