ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ DW ლევადა-ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით წერს.
პუტინის მუშაობით გამოკითხულთა 59%-ია კმაყოფილი, 33% კი უკმაყოფილოა. 59-პროცენტიანი რეიტინგი პუტინის 20-წლიანი მმართველობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მარტში კმაყოფილი იყო გამოკითხულთა 63%. მანამდე ველაზე დაბალი რეიტინგი 61% პუტინს 2013 წლის ნოემბერში და 2000 წლის ივნისში ჰქონდა.
სოციოლოგების თქმით, თვითიზოლაციის რეჟიმის გამო გამოკითხვა ტელეფონით ტარდებოდა და მეთოდიკის მნიშვნელოვანი ცვლილებიდან გამომდინარე, წინა მაჩვენებლებთან ამ კვლევის შედარება მხოლოდ პირობითად შეიძლება.
რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატება პუტინს საფრთხეს უქმნის- “სიენენი”
