LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის როლზე ჰოლივუდის პირველი კლასის ოთხი მსახიობი განიხილება

70

კინოკომპანია Knightsbridge Entertainment, რომელიც ამჯერად ვლადიმერ პუტინის ავტობიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ლეონარდო დიკაპრიოსთან მოლაპარაკებების თაობზე. განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ნათქვამია, რომ დიკაპრიოს არ მიუცია თანხმობა ფილმში მონაწილეობაზე და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაცია მედიაში კომპანიის მენეჯერის, ვალერი საარიანის განცხადების შემდეგ გაჩნდა, რომელიც დღეს ამ ფაქტს უარყოფს: „არ ვიცი საიდან აქვს მედიას ეს ინფორმაცია. შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ პირველი კლასის ოთხი მსახიობი განიხილება პუტინის როლზე, ხოლო ფილმის რეჟისორს 2 ოსკარი აქვს“ – ამბობს საარიანი. ფილმის გადაღებები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

"The Revenant" - UK Premiere - Red Carpet Arrivals

Preliminary Draw of the 2018 FIFA World Cup in Russia

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g