LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?!“ – ვოლსკი პუტინის განცხადებაზე

159
fot (3)

პუტინის ყველა სიტყვაზე ხომ არ შეიძლება მოვითხოვოთ პასუხი?! – ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რა საკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პუტინი ვიზების გაუქმებაზე: მოულოდნელი რეაქცია იყო, მეგონა, მადლობას იტყოდნენ

„ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რუსეთთან დაპირისპირების გაღრმავება მათ ინტერესებში არ არის, რადგან საფრთხეები მართლაც რეალურია.

„ოპონენტები, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევიან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პერიოდულად რუსეთიდან რაღაც ინფორმაცია შემოდის, რაღაც განმარტებები შემოდის და ოპოზიციასთან, პრაქტიკულად, მათ ინტერესებთან, თანხვედრაში ხდება ხშირად განცხადებების გაკეთება, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან. დაპირისპირების გაღრმავება ჩვენს ინტერესებში არ არის, რადგან საფრთხეები მართლაც რეალურია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტაზე, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და როდესაც ჩვენ ვაძლევთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს თანხმობას ნიშნავს, როდესაც არ აძლევ ტექნიკურ დოკუმენტაციას, ეს ნიშნავს სანქციის გამოცხადებას, რასაც საპირისპირო სანქციები მოჰყვება. ასე რომ გახსოვდეთ, არსებობს ქვეყნების ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რუსეთსაც გააჩნია გარკვეული ინტერესები შავი კატების გამოშვების, ასე რომ ყურადღებით იყავით ყველა და რეალურად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g