LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა” – სილვიო ბერლუსკონი

61
BeFunky-collage (89)

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე საჩუქრად 20 ბოთლი არაყი გაუგზავნა.

ბერლუსკონის თქმით, მან და ვლადიმერ პუტინმა “ტკბილი წერილები” გაცვალეს.

“პუტინს ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი, მან დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა. მე მას ვუპასუხე რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკოთი“, – თქვა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონის დაბადების დღე 29 სექტემბერს იყო.

ბერლუსკონიმ დასძინა, რომ ის უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი სიტუაციით, მაგრამ ვერ დააფიქსირებს თავის აზრს, რადგან “თუ ეს პრესაში მოხვდება, კატასტროფა იქნება”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები