LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს: ჯო ბაიდენი

98
1618426992-ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას გმობს, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში განხორციელებული აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს“, – აღნიშნავს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ“.

„მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, – აცხადებს ბაიდენი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ის ხუთშაბათს, საღამოს ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და შემდგომი შედეგების შესახებ განაცხადებს, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ მიიღებენ „უკრაინისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიის უაზრო აქტის გამო“.

„ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც შეაკავებს აგრესიას ალიანსის წინააღმდეგ“, – აცხადებს ბაიდენი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას კიდევ ერთხელ ეხმაურება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს ვლადიმირ პუტინის შეჩერებისკენ დაეხმარონ.

“დაუყოვნებლივ შეაჩერეთ პუტინი და ომი უკრაინისა და რუსეთის წინააღმდეგ. ვქმნით პუტინის საწინააღმდეგო კოალიციას. დახურეთ ავიასივრცე! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისაკენ.” – წერს უკრაინის პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g