უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას კიდევ ერთხელ ეხმაურება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს ვლადიმირ პუტინის შეჩერებისკენ დაეხმარონ.
“დაუყოვნებლივ შეაჩერეთ პუტინი და ომი უკრაინისა და რუსეთის წინააღმდეგ. ვქმნით პუტინის საწინააღმდეგო კოალიციას. დახურეთ ავიასივრცე! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისაკენ.” – წერს უკრაინის პრეზიდენტი
Talked to @POTUS, @OlafScholz, @eucopresident, @AndrzejDuda, @BorisJohnson. Urge to stop Putin, war against 🇺🇦 & the world immediately! Building an anti-Putin coalition. Immediate sanctions, defense & financial support to 🇺🇦! Close the airspace! The world must force 🇷🇺 into peace
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 24, 2022
ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, დღეს დილიდან დაიწყო დაბომბვა უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე.
კიევსა და ხარკოვში აეროდრომების და სამხედრო შტაბების დაბომბვას ოფიციალური უწყებები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლია გახსნილი.