LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინმა და ივანიშვილის რეჟიმმა მოაწყვეს ქართველთა მკვლელობის და გენოციდის ლაბორატორია” – ნათელაშვილი

81
აქ4

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და მისმა მხარდამჭერებმა ახალგორში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. მათ სოფელ ოძისში აქცია გამართეს და ანტისაოკუპაციო შინაარსის ტრანსფარენტები მიიტანეს.

პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, არსებულ პრობლემებზე ხელისუფლება დუმს.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში პუტინმა და ივანიშვილის რეჟიმმა მოაწყვეს ერთობლივი ქართველთა მკლვლელობის და გენოციდის ლაბორატორია. ორი თვეა სრულიად დაკეტილია ქსნის ხეობა, რის გამოც ცხოვრება სრულიად აუტანელი გახდა. სიძვირე, დეფიციტი, პირველადი სამედიცინო დახმარების არ ქონდა, შედეგად კი ადამიანები იხოცებიან. ინსულტით უკვე გარდაიცვალა ქალბატონი მარტიაშვილი, რომელიც მკვლელებმა საავადმყოფოში დახმარების მისაღებად არ გადმოატარეს. ასევე უმძიმეს მდგომარეობაშია პედაგოგი ქალბატონი გიგაური, რომელიც ჭაში ჩავარდა და ყოველგვარი დახმარების გარეშე, ფაქტობრივად, ტყვედ ჰყავთ აყვანილი ამ ოკუპანტებს.

პარლამენტში ერთი თვის წინ შევიტანეთ დადგენილება ქართველთა ისტორიული და მიმდინარე გენოციდის შესახებ. ამის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნას ქართველთა გენოციდსა და მკვლელობაზე, რის შემდეგაც რეალობა გახდება ყველა დამნაშავის გასამართლება, კრემლის ჩინოვნიკებიდან დაწყებული ცხინვალელი სეპარატისტებით გაგრძელებული, ყველა ვინც ამ სიკვდილის ზონის გამტკციცებას ხელს უწყობს.

დღემდე პარლამენტიდან დუმილია. მე მოვუწოდებ ეგრედ წოდებულ დეპუტატებს,  სასწრაფოდ მიიღეთ ეს რეზოლუცია, რათა შემდგომ საშუალება გვქონდეს  საერთაშორისო ბრძოლა დავიწყოთ საქართველოს დეოკუპაციისა და მკვლელობის ლაბორატორიათა დამთავრებისათვს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საოკუპაციო ხაზთან.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

დე ფატქო ხელისუფლება ამბობს, რომ გამშვები პუნქტების მუშაობა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება

შეგახსენებთ, ახალგორის მოსახლეობა უკვე ორ თვეზე მეტია იზოლირებულია და  ჰუმანიტარული კრიზისში იმყოფება. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, მათი განმარტებით უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს. მის გახსნას 6 სექტემბერს გეგმავდნენ, თუმცა გამშვები პუნქტი დღემდე გაურკვეველი ვადით ჩაკეტილია. ახალგორში ადგილობრივები პაციენტების თბილისში გადმოყვანას ვერ ახერხებენ. სამი დღის წინ 60 წლის თამარ გიგაური 7 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. შემთხვევის შედეგად დაშავებულის ოჯახის წევრები ცხინვალის ნებართვას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.

პოპულალურები