LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა გასცა განკარგულება, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს

57
Untitled design (3)

რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს.

როგორც რუსული მედიასაშუალებები წერენ, ვლადიმირ პუტინმა შესაბამისი ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

„რუსეთის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ობიექტები და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო  ქონება ფედერალურ საკუთრებაში იყოს მიღებული“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

ამავე განკარგულების მიხედვით, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და ის „როსატომის“ კორპორაციის შემადგენლობაში გადადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g