LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა სამიდან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

63
BeFunky-collage

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილებები რუსეთის დუმის მიერ სასწრაფო რეჟიმში, მობილიზაციის გამოცხადებამდე იქნა მიღებული და შეიცავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა “მობილიზაცია”, “სამხედრო მდგომარეობა”, “ომის დრო”.

ამასთან, საომარი მდგომარეობის დროს მეთაურის ბრძანებების შეუსრულებლობა დაისჯება ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე კანონი დეზერტირობისთვის ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g