LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა მედვედევისთვის ახალი თანამდებობა შექმნა და სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ დანიშნა

137
პუტინი და მედვედევი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კიდევ ერთ თანამდებობაზე, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ დანიშნა.

განკარგულება რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

მანამდე, სამხედრო-სამრეწველო კომისიის შესახებ დებულებების შესაბამისად, ამ სტრუქტურაში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა არ იყო გათვალისწინებული, თუმცა თანამდებობა პუტინმა სპეციალურად მედვედევისთვის შექმნა.

ამ თანამდებობით მედვედევმა უფლებამოსილება მიიღო წარმართოს კომისიის სხდომები და პუტინის განკარგულებით საბჭოები და სამუშაო ჯგუფები შექმნას.

ცნობისთვის, სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელი თავად ვლადიმირ პუტინია. კომისია, როგორც რუსეთის მთავრობის სამხედრო-სამრეწველო საკითხთა კომისია, 1999 წელს შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g