ვალდიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TACC ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიხაილ პეტრაკოვი ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.
“დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) წევრებთან, მას ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.