LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა საპასუხო სანქციების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

200
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც არამეგობრული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედებების გამო, საპასუხო ეკონომიკური ზომების მიღებას ითვალისწინებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დადგენილება კრძალავს გარიგებების დადებას იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომელთა მიმართაც გამოიყენება სპეციალური ეკონომიკური ზომები.

დადგენილება კრძალავს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტს რუსეთის ფარგლებს გარეთ, თუ ის სანქციების ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ გაედინება.

ბრძანების მიხედვით, დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნების დღიდან და მოქმედებს განსაკუთრებული ეკონომიკური ზომების გაუქმებამდე.

შეგახსენებთ, 1 მაისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროპის გარკვეულ ქვეყნებთან ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურის გაუქმების შესახებ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას.

პოპულარულები