რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებს და სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ჩასულებს, რუსეთში 90 დღეზე მეტი ყოფნის უფლება ექნებათ. ამ დრომდე, საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიის წარმომადგენლებს რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდათ.
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ კატეგორიაში ერთიანდებიან, რუსეთში შესვლას შეძლებენ პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, დიპლომატიური პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, მეზღვაურის მოწმობით და საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.
დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან, 10 ოქტომბრიდან შედის. აღნიშნული ცვლილებები შედის განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის გაზაფხულზე, მაშინ როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.