LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა საქმეს მიხედეთო

24

რთულ ვითარებაში ჩავარდა რუსეთი, როდესაც სადოპინგო სკანდალში აღმოჩნდა და ახლა რიოს ოლიმპიადის გამოტოვება ემუქრება.

თუ რუსეთი ითანამშრომლებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან, მაშინ ამ ქვეყნის ათლეტები შეძლებენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლას.

აი რას ამბობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომაშ ბახი:
“ვფიქრობ, რუსეთი ითანაშმრომლებს რათა პროგრესს მიაღწიოს და დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ქვეყნის მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია შეესაბამება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წესებს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ რუსი მძლეოსნები დავუშვათ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე”.

შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც რუსეთი ანტისადოპინგო წესების მრავალრიცხოვან დარღვევაში დაადანაშაულა და რეკომენდაცია მისცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციას – მოკვეთოს რუსი მძლეოსნები საერთაშორისო ტურნირებიდან, მათ შორის, 2016 წლის ზაფხულის თამაშებიდან.

მოგვიანებით, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ფედერაციას ერთი კვირა მისცა იმისთვის, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ბრალდებებს უპასუხოს.

ამხელა ამბავი ვერ დარჩებოდა რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიღმა, მით უმეტეს სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოსაც მოხვდა, შენ აფარებდი ხელსო. ჰოდა, ამ სირცხვილის მოსაწმენდად არ დაიზარა და საქმეში ჩაერთო თვით ვლადიმერ პუტინი, რომელმაც მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა შესაბამის ხალხს. პრინციპში ამაში გასაკვირი არაფერია, მსგავს შემთხვევებში ხომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვაი-ვიშის ატეხს ხოლმე, ეს როგორ გაბედეთო და სინამდვილეში კი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები