LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

165
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-05T194039.220

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

როგორც რუსული მედია იუწყება, დავალება პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მისცა.  ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით ღამის 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, მანამდე ე.წ. საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში კირილის ინიციატივას „ცინიკური მახე“ უწოდეს.

კრემლი ასევე მოუწოდებს უკრაინას, შეწყვიტოს ცეცხლი, რათა „საბრძოლო მოქმედებებში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g