LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინმა შემტევი ჯარის ძირითადი ნაწილი დაკარგა…რუსული მითი უკრაინაში დაინგრა” – მამუკა მამულაშვილი

99
მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ პუტინმა შემტევი ჯარის ძირითადი ნაწილი უკვე დაკარგა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი საკმაოდ არაადეკვატურად იქცევა და რეპუტაციის აღდგენას ცდილობს.

“შეტევითი ოპერაციები საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. საშიშროება ბირთვული იარაღის გამოყენების, საკმაოდ დიდია და უკრაინელებმა მზადება დაიწყეს თავდაცვისთვის. სკოლებში რიგდება პრეპარატები, რომელიც რადიაციის დროს იქნება გამოყენებული.

უკრაინის პირობებში მგონია, რუსეთმა თავის არაადეკვატურობიდან გამომდინარე გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი. როდესაც დაიწყებს რუსეთი იმის ლაპარაკს, რომ ბირთვული იარაღი არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული, მაშინ იქნება ყველაზე დიდი საშიშროება მისი გამოყენების.

შესაძლებელია, რუსეთის მიერ გამოყენებული იქნეს რომელიმე ქიმიური იარაღი, რომელიც უკვე მან გამოიყენა უკრაინასთან ბრძოლაში. ჩემი აზრით, „ბინძურ ბომბში“ გულისხმობენ ქიმიურ იარაღს, რომლის გამოყენებასაც თვითონვე აპირებენ.

ცდილობენ უკრაინის დისკრედიტაციას, ასევე, ცდილობენ წინასწარ დაადანაშაულონ უკრაინა იმაში, რომ უკრაინამ შეიძლება, გამოიყენოს ქიმიური იარაღი. პუტინი ეცდება, გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა მოხდეს ქვეყნის დისკრედიტაცია და გაამართლოს გამოყენება ნებისმიერი იარაღის, რომელიც აკრძალულია.

პუტინი საკმაოდ არაადეკვატურია უკვე იმიტომ, რომ ძირითადი ნაწილი შემტევის ჯარის უკვე დაკარგული ჰყავს, გამოაცხადა მობილიზაცია და ყველა მეთოდით ეცდება უკრაინის რეპუტაციის შელახვას.

პუტინის პროპაგანდას არ აქვს საზღვარი. რუსული მითი უკვე დაინგრა უკრაინაში და ლაპარაკი იმაზე, რუსეთს აქვს რაღაც საიდუმლო იარაღი და ჰყავს რკინის კაცები, რომლებიც გარდატეხას შეიტანენ ბრძოლაში, არის მითი.

უკრაინის ჯარი წარმატებით ახორციელებს კონტრშეტევით ოპერაციას. მგონია, პრევენცია უნდა მოახდინოს დასავლეთმა, სწორედ უკრაინის ნატოში მიღებით. კონტრშეტევის შენელებული ტემპი დაკავშირებულია ამინდებთან. შეტევის ტემპი ოდნავ არის შეჩერებული, უბრალოდ ზამთრის პირობები უკვე მოქმედებს ომის ვითარებაზე”, – საუბრობს მამუკა მამულაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები