LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს სანქციები არ შეაჩერებს… ომს მხოლოდ ომი შეაჩერებს – გრიბაუსკაიტე

931
1543469318-გრიბაუსკაიტე1-1531387291

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა საკმარისი არ არის.

მისი თქმით, თუ დასავლეთი პუტინს არ შეაჩერებს, მაინც მოუწევს ბრძოლა, მაგრამ საკუთარ ქვეყნებში.

„მხდალი დასავლეთი? თუ პუტინის ომის დანაშაულის თანამონაწილეები? პუტინს სანქციები არ შეაჩერებს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ომს მხოლოდ ომი შეაჩერებს, რომელიც უკვე დაწყებულია. უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვის, მისი შვილები გვიფარავენ პუტინის სიგიჟისგან.

პუტინიც ხედავს ამას. დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს. ან მონაწილეობ მასში და ებრძვი აგრესორს, ან დგახარ და უყურებ, როგორ ანადგურებს ის უკრაინას და მის ხალხს და ხდები სამხედრო დანაშაულების თანამონაწილე, დიახ, თანამონაწილე.

მტერს შეტაკების ეშინია, რუსები აქციებზე გამოდიან, პროპაგანდის ტყუილი იბზარება – რეზნიკოვი უწყვეტი ბრძოლის 147 საათს აფასებს

პუტინი ბავშვებთან ომშია, საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებს ბომბავს – დმიტრო კულება

თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, მაინც მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში. უკრაინა ითხოვს რეალურ დახმარებას და ჩვენ ტელეეკრანებზე ვუყურებთ, თუ როგორ იბომბება საცხოვრებელი უბნები და ვიფიცებით, რომ „ნამდვილად მხარს ვუჭერთ უკრაინას“, – წერს გრიბაუსკაიტე.

7 დღეში რუსულ აგრესიას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g