LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულის აეროპორტში 5 ადამიანი დაიღუპა

91
1

“მე არასდროს მინახავს, იმ ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ასე სასოწარკვეთილად სურდათ, დაეტოვებინათ საკუთარი მიწა”, – მედიაში ვრცელდება თვითმხილველების განცხადებები, რომლებიც ავღანეთის მოქალაქეების მდგომარეობას აღწერს.

თუმცა, ახლა მთელი მსოფლიო თავად არის თვითმხილველი, თუ რა ხდება ავღანეთში.

ათასობით ავტომანქანით გადაკეტილი ქუჩები და აეროპორტთან მისასვლელი გზები, ადამიანები, რომლებმაც არ იციან სად, მაგრამ გარბიან და გაურბიან ახალ, გაურკვეველ მდგომარეობას.

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეების მცდელობამ, თვითმფრინავში მოხვედრილიყვნენ, აეროპორტში ქაოსი გამოიწვია, რის შედეგადაც, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. 

“ერთ-ერთი მოწმის განცხადებით, მან დაინახა ხუთი ადამიანის ცხედარი, რომლებიც მანქანაში მოათავსეს. სხვა მოწმემ თქვა, რომ გაურკვეველია მათი დაღუპვის მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღია თუ ჭყლეტვა.

ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც აეროპორტში იმყოფებოდნენ, მანამდე ხალხის გასაფანტად ცეცხლი ჰაერში გახსნეს, აცხადებს ერთი ჩინოვნიკი, თუმცა ოფიციალურ პირებს აღნშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ”, – წერს News24.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g