ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ NPR-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 3 ადამიანი, ასევე დაჭრილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე.
თავდასხმაში სულ ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა, მათგან ორმხრივ სროლებში სამი დაიღუპა, ხოლო ერთი – დააკავეს. ბოლო დროს ქვეყანაში ტერაქტებს „ისლამური სახელმწიფო“ და „თალიბანი“ აწყობენ.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში 27 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 95 ადამიანი დაიღუპა და 191 დაშავდა. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა” აიღო.