LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაცარავა: ხელისუფლება ორი წლის წინ მცხეთა-მთიანეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას არ ახმაურებს

169
BeFunky-collage (1)

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მცხეთა-მთიანეთში დაახლოებით 2 წლის წინ საოკუპაციო ხაზმა 42 ჰექტარით გადმოიწია, თუმცა ეს ამბავი ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

ქაცარავას თქმით, ლაპარაკია ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც “ძალა ერთობაშიას” ლიდერი “ფეისბუქზე” წერს, მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ის დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს.

“ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არც გუშინ მომხდარა, არც აპრილში და არც 2019 წლის სექტემბერში.

რუსებმა დაახლოებით 2 წლის წინ კვლავ მიიტაცეს ჩვენი სამშობლოს რამდენიმე ათეული ჰექტარი და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.

არ ვიცოდით იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში საგულდაგულოდ მალავს ჩვენი მიწა-წყლის მიტაცების ფაქტებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ რჩება, მხოლოდ მაშინ ადასტურებს ოკუპანტების მიერ ჩადენილ ბოროტებას.

ის ადგილი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს.. თვითონ ამ მონასტრის წინამძღვარმა დაგვიდასტურა, რომ საოკუპაციო ხაზმა ფაქტობრივად მონასტრის კედლებთან ამოიწია..

დაჟინებით გვთხოვა, არ გაგვესაჯაროვებინა ადგილმდებარეობა, ემანდ რუსები არ გავაღიზიანოთო და ანანურამდე არ ჩამოვიდნენო…

დავპირდი, იმისდა მიუხედავად, რომ დუმილს არ ვთვლი რამე კარგი შედეგი მოეტანოს ოკუპაციის საკითხებში ოდესმე .. ზუსტად ამ დუმილმა მისცა საშუალება ოკუპანტს წყნარად და აუღელვებლად წაეღო ჩვენი ტერიტორიების ათასობით ჰექტარი..

ეს იყო ჩემი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, მაგრამ ამ მონაცემებს აუცილებლად გადავცემ დიპლომატიურ კორპუსს, თავისი ჯიპიეს კოორდინატებით და ლოკაციის ზუსტი მითითებით.

მთავრობას გადავცემ თუ არა? რა საჭიროა, მას ეს ამბავი ნამდვილად არ აინტერესებს, უბრალოდ გააქტიურებს ცხელ ხაზს და ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიას ჩააყენებს საქმის კურსში. ესაა ამ მთავრობის მაქსიმუმი და ზუსტად ამის ჩანერგვას ცდილობს ეს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ტვინებში, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი და ჯობია ჩუმად ვიყოთ, ემანდ რუსი არ გაგვიბრაზდეს…

მოვიშველიებ ქალბატონ ციხელაშვილის სიტყვებს – “ბორდერიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია მშვიდობა გვაქვს”..

ჩვენი შეფასებით, ჩვენს მიერ აღმოჩენილ ლოკაციაზე მინ 42 ჰექტარი მიითვისა რუსეთმა და ხელისუფლება დუმს… გიკვირთ? მე არა, ყოველდღიურად, 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ოკუპანტმა 12 მილიონი კვადრატული მეტრი წაგვართვა წაღვლი-ჩორჩანა-პერევის ტყეში და 420 ათასი კვადრატული მეტრის მიცემა გვიკვირს ამათგან?

ესაა და ეს..
მეტი ასეთ კომპრომისზე აღარ წავალ,მამაომ კი არა და მამაჩემმა რომ მთხოვოს, მაინც…

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!!!”-წერს ქაცარავა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=3368577996500253&set=pcb.3368578346500218&type=3&theater

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g