LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციის ჰაბებისა და ინოვაციის ქსელის განვითარება იგეგმება

96

საქართველოს ტერიტორიაზე შერჩეულ ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციის ჰაბებისა და ინოვაციის ქსელის განვითარება იგეგმება.  დაგეგმილია ციფრული მომსახურების განვითარების პროგრამების განხორციელება, ფართომასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურებისა და განვითარებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ადაპტაციისა და გამოყენების დიზაინის შექმნა შესაფერისი ოჯახებისთვის, რომლებიც სასოფლო ტორიტორიაზე იქნება ფოკუსირებული.

ასევე, დაგეგმილია ინდივიდუალური პირებისა და ფირმების ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება და მასთან დაკავშირებული ტრეინინგების უზრუნველყოფა, შესაფერისი მცირე და საშუალო საწარმოების ტექნიკური დახმარების, ინოვაციების დაფინანსებისა და თანმდევი გრანტების უზრუნველყოფა.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკ EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულებას „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი“ 2016 წლის 25 მარტს მოეწერა ხელი. დღეს კი საქართველოს მთავრობამ სარატიფიკაციო დოკუმენტი „საქართველოსა და  EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს განსახილველად წარუდგინა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის მოცულობა 40 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელი უწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g