ექიმი, მეან-გინეკოლოგი ჯუმბერ გოგიაშვილი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკა ავრცელებს.
„ძნელია მოძებნო სიტყვები გულისტკივილის გამოსახატად, რასაც განვიცდით ბატონი ჯუმბერ გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.
ქალაქს დააკლდა კეთილშობილი ადამიანი, საუკეთესო ექიმი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებთ მათ“, – აღნიშნულია ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ძნელია მოძებნო სიტყვები გულისტკივილის გამოსახატად რასაც განვიცდით ბატონი ჯუმბერ გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. ქალაქს…
Posted by ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკა on ორშაბათი, 08 დეკემბერი, 2025
