LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, ვიდრე კაცები – ახალი კვლევის შედეგები

142
istock-542959460

ქალები უფრო უსაფრთხო მძღოლები არიან, ვიდრე კაცები. მკვლევარები ამ დასკვნამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარების შემდეგ მივიდნენ. მათ ბრიტანეთში 14 425 ავტოსაგზაო შემთხვევის ფატალური შედეგი შეისწავლეს.

მათ დაიანგარიშეს მსუბუქი მანქანების, ფურგონების, სატვირთოების, მოტოციკლებისა და ავტობუსების მძღოლების შეცდომის გამო დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა.

კვლევის მონაცემები, ჟურნალ Injury Prevention-ში გამოქვეყნდა.

აღმოჩნდა, რომ ყოველ გავლილ მილზე, გზებზე სხვათა ჩართულობით, ფატალურ შემთხვევათა უდიდესი წილი მოდიოდა სატვირთოებსა და ავტობუსებზე, მოტოციკლები კი გზებზე სხვებისთვის იმაზე დაახლოებით ორჯერ მეტად სახიფათოა, ვიდრე მსუბუქი მანქანები. სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ფატალურობის ყველაზე დაბალი წილი ველოსიპედებზე მოდიოდა.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ ქალებთან შედარებით, მსუბუქი მანქანებისა და ფურგონების კაც მძღოლებზე ფატალურ ინციდენტთა ორჯერ მაღალი მაჩვენებელი მოდის ყოველ გავლილ მილზე. სატვირთოების კაც მძღოლებში ეს მაჩვენებელი ქალებისაზე ოთხჯერ მაღალია, მოტოციკლების შემთხვევაში კი თითქმის 12-ჯერ. რაც შეეხება ავტობუსისა და ველოსიპედის მძღოლებს, აქ სქესებს შორის განსხვავება მცირე აღმოჩნდა.

„ჩვენ შევისწავლეთ ის რისკი, რომელსაც თქვენ სხვებისთვის ფლობთ მანქანის მართვისას. ეს გახლავთ ამ საკითხის ის ასპექტი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მკვლევარი რეიჩელ ალდრიდი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g