LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ასე იქნება პოლიტიკაშიც, ფეხბურთშიც და ყველგან… გიტყდებათ სიმონ? რას იზამთ… იცვლება სამყარო, ძალადობიდან, კაცური თვითდამკვიდრებიდან თანასწორობისკენ“ – გოგი გვახარია

243
გოგი გვახარია

ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ რამდენიმე კვირის წინ Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საუბარია კითხვა-პასუხის იმ ნაწილზე, როდესაც გველესიანმა ქალთა ფეხბურთზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ „მისი პირადი აზრით, ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის“.

„შენ არავინ გაბულინგებდა ფეხბურთელობისთვის, მე მაბულინგებდნენ! შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას – არა“ – ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს

არაერთგვაროვანი გამოხმაურებების შემდეგ, ფეხბურთელმა Geo Team-ის საშუალებით, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რითაც კრიტიკოსებს უპასუხა.

„ხატია დეკანოიძისგან ჩემი მისამართით ნათქვამი სიტყვა „ბოროტება“ ცოტა კომიკურადაც ჟღერს“- რას პასუხობს გიორგი გველესიანი კრიტიკოსებს

„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!“ – ზურა ხაჩიძე

ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი გოგი გვახარია, რომელიც კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებსა და ადამიანის უფლებებს აშუქებს, სოციალურ ქსელში გამართულ პოლემიკას საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტით ეხმაურება და წერს, რომ „იცვლება სამყარო, ძალადობიდან, კაცური თვითდამკვიდრებიდან თანასწორობისკენ“.

„ქართველ კაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ ცოლს(შეყვარებულს) როცა დაშორდებიან, ქალები უმწიკვლო ქალწულებად უნდა გადაიქცნენ და არავინ მიიკარონ ახლოს.

უტყდებათ, სიმონ:( კაცურ ამბავში.

აქედან იწყება ძალადობა და ყოვლად საზარელი ისტორიები.

რაც შეეხება ქალების ფეხბურთს. კინოზეც ასე იყო. კინორეჟისორი-ქალი რაღაც ეგზოტიკად აღიქმებოდა. დიდი ფესტივალების საკონკურსო პროგრამაში ერთი-ორი ქალი ჩნდებოდა ხოლმე. მერე დაიწყო კვოტების ეპოქა. აყიყინდნენ. რა წესიაო, ქალი რადგანაა ამიტომ სვამენ კონკურსებშიო. კი, ბევრი ცუდი ფილმი იყო და დიახ, ხელოვნურად სვამდნენ. მაგრამ გავიდა დრო და ახლა რა ხდება კი ხედავთ. ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ბევრად უფრო თამამ ფილმებს იღებენ. უფრო გაბრაზებულ ფილმებს. უფრო ცოცხალ ფილმებს. კი ბატონო, შურს იძიებენ! და ასე იქნება პოლიტიკაშიც, ფეხბურთშიც და ყველგან.

გიტყდებათ სიმონ? რას იზამთ,მეც ბევრი რამე მიტყდება. მაგრამ იცვლება სამყარო. ძალადობიდან, კაცური თვითდამკვიდრებიდან თანასწორობისკენ“, – წერს გოგი გვახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g