LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ და ჯარში წასვლის მეტი სურვილი გამოთქვან – თავდაცვის მინისტრი

104
86969859-3129792697053451-6428734068292059136-o (1)

პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ისურვა, რომ ქალებმა მეტად იაქტიურონ და ჯარში წასვლის მეტი სურვილი გამოთქვან.

ფეხსაცმელი, კვება, საათები, უწყების ჩაძირვის მცდელობა: ღარიბაშვილის 40-წუთიანი განმარტება მთავარი ტრიბუნიდან

„სამოქალაქო ნაწილში 51% მანდილოსანია, ხოლო მისიებში – 2.7%. სულ ახლახანს 25 მანდილოსანი ჩაეწერა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქალების მხრიდან ინტერესი მზარდია და ჩვენ ამ მიმართულებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არაა სავალდებულო, მაგრამ ვინაიდან ქალებს აქვთ პრეზენზია და ასეცაა ეს – რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის ესაა ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, რომ ქალებმა ამ მიმართულებით მეტად უნდა იაქტიურონ და ჯარში წასვლის მეტი სურვილი გამოთქვან“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g